„უცნაურია მათ ჩემი და ჯვარზე მიაკრეს, მე კი ცრემლები მომდის ახლა და თავს ვაჯობე და თბილად ვუპასუხე“ – შვილის და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ისე რა საინტერესოა ეს ყოფა… ქალები და გოგოები რომლებიც მაგდას განიკითხავენ აღმოჩნდნენ ერთ-ერთ ყვავილების ჯგუფში (ვიცანი კომენტარებიდან 3 გოგო) მე ვადევნებ მათ კომენტარებს თვალს და არაფერს არ ვპასუხობ და გამეცინა… ახლა, როცა იებზე დავარიგე და ისე თბილად ავუხსენი რა და როგორ უნდა ემოქმედათ, ყვავილების გაზრდის დროს …. უცნაურია მათ ჩემი და ჯვარზე მიაკრეს, მე კი ცრემლები მომდის ახლა და თავს ვაჯობე და თბილად ვუპასუხე. მადლობა უფალო, რამდენი შემძლებია” – წერს ლანა პაპიძე.
მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. გამთენიისას ფერაძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში 5 წლის ბავშვი და 27 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მამაკაცს სავარაუდოდ ჩაქუჩით გაუსწორდნენ, ხოლო ბავშვი გაგუდეს. თავად პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს.
ხვალ, ამ საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული.