სახელმწიფო დეპარტამენტში, 8 თებერვლის ბრიფინგის დასრულების შემდეგ, პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ საქართველოში, მედია სივრცეში და კერძოდ, ტელეკომპანია მაესტროს ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა:
“საქართველოში დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის უმთავრესი და კრიტიკული მნიშვნელობა მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურ პლურალიზმს, და სასამართლოს დამოუკიდებლობას აქვს. საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში, სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მედია სივრცის და თანაბარი პოლიტიკური სამოქმედო ველის შენარჩუნების მნიშვნელობას.
8 თებერვალს, თბილსში, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ პასუხად ჟურნალისტთა კითხვაზე ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებული მოვლენების შესახებ, აღნიშნა:
„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ქართული დემოკრატიის წარმატება. ამ თვალსაზრისით წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები გაქვთ. ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მოღვაწე ყველა განსხვავებულ პოლიტიკურ [აქტიორს] ხელი მიუწვდება მედიაზე და საარჩევნო კამპანიისას თითოეული მათგანის ხმა ისმის.
გვინდა დავრწმუნდეთ, რომ შექმნილი იქნება – როგორც ჩვენ ვამბობთ – თანაბარი სათამაშო გარემო იმ დროისთვისს, როდესაც ქართველი ამომრჩეველი შემოდგომაზე ხმის მისაცემად გაემართება.“
“ამერიკის ხმა”