ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

პეტრიაშვილი: ყველა გზა მოჭრილია ურდოს მისახმარებლად! ხერსონში ცხვირს ვეღარ ყოფენ გარეთ!

პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ბუკა პეტრიაშვილი ტრადიციულად, ფრონტის ხაზიდან ბოლო ცნობებს აჯამებს და უკრაინისთვის სასიკეთო სიახლეებზე მიუთითებს.

“დილიდან კარგი სიახლეები ფრონტიდან:
– ჩვენი გმირი მებრძოლები გეგმაზომიერად მიიწევენ წინ დასახული მიზნისკენ! წინსვლა გვაქვს ხერსონის ოლქში სამივე მომართულებით: ხერსონის, კახოვკის და ბერისლავის მიმართულებებზე ჩვენებმა ფრონტის ხაზი გადაწიეს; გაანადგურეს 201 ორკი, 12 ტანკი, 6 საწყობი და 3 საკომანდო შტაბი! დიდება ჩვენს გკირ მებრძოლებს!
ოფიციალურად და დადატურებულად ურდო ხერსონში ვეღარ იღებს ვერც ტექნიკას და ვერც ცოცხალი ძალით შევსებას! ყველა გზა მოჭრილია ურდოს მისახმარებლად! თვითონ ხერსონში კოლაბორანტები და ოკუპანტები ცხვირს ვეღარ ყოფენ გარეთ! თუ გადააწყდებიან, ისევ ერთმანეთს დახოცავენ კიდეც. ასე მაგალითად, გუშინ ხერსონში ფსბ-ს და ურდოს სალდათებს შორის შეტაკების შედეგად მოკტა 3 და დაიჭრა რამდენიმე ორკი! ერთი ათასად! დღეს დილიდან გავეცელდება ახალი მონაცემები და მკტარი ორკების რაოდენობა გადაცდენილი იქნება 48 ათასს! ხარობს კობზონი!
პარტიზანები არამარტო ხერსონში, არამედ მელიტოპოლშიც მაგრა აზანზარებენ ურდოს! გუშინ 10 აფეთქება მოუწყვეს ურდოს! ბერდიანსკში კიდევ სომბოლური იყო, რომ ჩვენებმა აუფეთქეს ურდოს კოლაბორანტებს შტაბი “რუსეთთან ერთად”! დიახ, რუსეთთან ერთად ვინც დარჩება, ყველას ბოლო ბოლო თავში მოხვდება ან რაკეტა, ან სიგარეტის ნამწვი.
რაკეტაზე გამახსენდა, გახშირდა ფრთოსანი რაკეტებით თვითდაზიანების შენთხვევები რუსეთის ტერიტორიაზე! აგერ გუშინ ბელგოროდიდან გაისროლეს და შიგ ბელგოროდში ააფეთქეს მორიგი რაკეტა! ასეა, კარმა დიდი ოხერია ვინმეა, სანქცია კიდევ უფრო უარესი! მართალია, ჯერ კიდევ დარჩა ურდოს რაკეტებიც და ჭურვებიც, მაგრამ უჭერენ უკვე მაგრად, იმიტომ რომ სანქციების გამო ახალს ვეღარ ამზადებენ!
სამაგიეროდ უმაგრეს შევსებას იღებენ ჩვენები! აი მოვა მალე შვედური თვითმავალი არტილერიული დანადგარო არჩერი და გააავსებს კობზონის მდელოს ბოლომდე!
კარგი ამბების სერია გრძელდება: ევროკავშირმა ბუნებრივი აირია მარაგები შეავსო 80%-ით. ამ ცნობის შემდეგ 1000 კუბირ მეტრ გაზზე ფასი არც მეტი არც ნაკლები 1000 დოლარით დაეცა. მაინც კატასტროფულად ბევრია – 2450 დოლარი, მაგრამ რუსეთს ამ მიმართულებით შანტაჟი ჩაუვარდა!
ისევე როგორც ჩაუვარდა სასურსათო შანტაჟი! პირველ ჯერზე თუ 14.5 ათასი ტონა უკრაინული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია გავიდა უკრაინის პორტებიდან, გუშინდელი მონაცემებით 1.6 მილიონი ტონა ხორბალი და სხვა პროდუქტი გავიდა გემებზე დატვირთული უკრაინის პორტებიდან!
მიუხედავად ამისა, ურდო არ ეშვება შანტაჟის ფორმით მსოფლიოსთან ურთიერთობას! ატომური ენერგიის სააგენტოს მისია კი დაიძრა ზაპოროჟიეს სადგურისკენ, მაგრამ დღეს დილიდან ურდო ისევ ბომბავს ენერჰოდარის საცხოვრებელ რაიონებს!
ასევე ბოლო ძალებით უტევს ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებით ჩვენების პოზიციებს, მაგრამ მაგრად დგანან ჩვენები, ურდოს კიდევ, როგორც გითხარით, ცოცხალი ძალით და შეიარაღებით შევსების მწვავე დეფიციტი აქვს!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....