ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წევრები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის (IAEA) წევრები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორი “ენერგოატომი” და გერმანული გამოცემა Zeit ავრცელებენ.

ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც დილით კიევიდან დაიძრა, ქალაქში 20 ავტომობილისგან შემდგარი კოლონით ჩავიდა. ისინი რუსების მიერ დაკავებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესვლას და იქ არსებული მდგომარეობის გაცნობას აპირებენ. მოსალოდნელია, რომ მისია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მედიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები უკრაინაში არსებული ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შესახებ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გაწყვეტილი იყო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი უკრაინის ელექტროქსელთან, რაც მოგვიანებით აღდგა. ამასთან, “ენერგოატომი” ავრცელებდა ცნობას, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანდა სადგურის ინფრასტრუქტურა და არსებობდა წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება.

 

იტვირთბა....