ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებობს რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება” – “ენერგოატომი”

უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორის, “ენერგოატომის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა და არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება.

როგორც “ენერგოატომის” განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკის პირობებში აგრძელებს მუშაობას.

“პერიოდული დაბომბვის შედეგად, დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება, მაღალია ხანძრის საშიშროებაც. ელექტროსადგური მუშაობს რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....