მამაკაცი, რომელმაც ქუთაისში რუსეთის დროშა გაშალა, აქვეყნებს ახალ ვიდეოს, რომელშიც ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ადიდებს.
“წინ რუსეთო, დიდება ახმატს”, – ამბობს მამაკაცი ვიდეოში.
ცნობისთვის, ხსენებული მამაკაცი წინა ვიდეოში ამბობდა: “საქართველომ რუსეთის დროშის ქვეშ უნდა იცხოვროს, რუს ხალხთან და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან ერთად. ჩვენ მზად ვართ რთულ მომენტებში დავეხმაროთ რუსეთს, მზად ვართ მეგობრობისთვის. წინ რუსეთო…ძალა ახმადისა”, – აცხადებს ოკუპანტის მხარდამჭერი ქართველი ქუთაისიდან.