საქართველომ რუსეთის დროშის ქვეშ უნდა იცხოვროს, – აღნიშნულის შესახებ ქუთაისში ოკუპანტების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ქართველმა განაცხადა.
როგორც ის ვიდეოში აცხადებს, ქართველებმა რუს ხალხთან და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან ერთად უნდა იცხოვრონ.
“საქართველომ რუსეთის დროშის ქვეშ უნდა იცხოვროს, რუს ხალხთან და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან ერთად. ჩვენ მზად ვართ რთულ მომენტებში დავეხმაროთ რუსეთს, მზად ვართ მეგობრობისთვის. წინ რუსეთო…ძალა ახმადისა”, – აცხადებს ოკუპანტის მხარდამჭერი ქართველი ქუთაისიდან.