ახალი ამბები კულტურა მთავარი სამართალი

“წარმოუდგენლად მიმაჩნია კახიძის ცენტრში მემანიშვილი”

ქართველ დირიჟორებს შორის დაპირისპირება გრძელდება. დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა გამოაქვეყნა წერილის ფრაგმენტი, რომელიც ვახტანგ კახიძემ სამი წლის წინ კულტურის სამინისტროს გაუგზავნა. სიმფონიური მუსიკის ცენტრის ხელმძღვანელი ამ წერილში წერს, თუ რატომ არ აძლევს კოლეგას დარბაზის გამოყენების უფლებას.

“წარმოუდგენლად მიმაჩნია კახიძის ცენტრში მემანიშვილი-რაჭველის დირიჟორის ამპლუაში გამოჩენა. ეს იქნებოდა ცენტრის შემოქმედებითი დონის გაუფასურება და უფრო მეტიც, ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა,” – აღნიშნულია წერილში.

საკუთარ პოზიციას ვახტანგ კახიძე დღემდე არ ცვლის და ღიად აცხადებს, რომ მისი გადასაწყვეტია ვინ დაუკრავს ჯანსუღ კახიძის სახელობის დარბაზში.

“მე ვარ ამ ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ამიტომ მე გადავწყვიტავ როგორ უნდა მიმდინარეობდეს შემოქმედებითი პროცესი აქ, სანამ აქ ვარ,” – აცხადებს ვახტანგ კახიძე.

ასეთი პოზიცია მიუღებელია ნიკა რაჭველისთვის, რომელიც ხშირად შექმნილ უხერხულ სიტუაციებზე საუბრობს.

საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს სიმფონიური მუსიკის ცენტრში დაკვრის უფლება, ნაწილი კი ამბობს, რომ ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრი მის შვილს 50-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული და მას კანონმდებლობით აქვს უფლება ვინც უნდა ის შეუშვას, ან არ შეუშვას სიმფონიურ მუსიკის ცენტრში.

იტვირთბა....