ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა სამხდრო უკრაინის ომი

‘ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის “ნაჩალნიკმა” ემანდ პარტიზანებმა სიგარეტის ნამწვი არ გადამაყლაპონო და ვორონეჟში გაკურცხლა!” – პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და წამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელების წარმატებებს ეხმაურება.

“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო!

დღეიდან ისევ ვიწყებთ ნინო გელაშვილთან ერთად რადიო თავისუფლების “დილის საუბრებში” ყოველკვირეულ “რონდელის მსოფლიო რადარს”! ასე რომ, დილის 10.00-დან რადიო პალიტრის 103.9 ტალღაზე და “დილის საუბრების” ფბ გვერდზე შეგიძლიათ გვისმინოთ და გვიყუროთ!
ახლა #ბუკადეილი ს დილის საათიდან:

– უკვე ოფიციალურად, მოკლე გადარბენებით ფეხაკრეფით თუ შეიძურწება თითო-ოროლა ურდო ხერსონში, თორემ დარიევკის, კახოვკის და ანტონოვკის ორივე ხიდი მორღვეულია!
ხერსონის ნოვა კახოვკაში დღეს დილიდან აფეთქებებია! სადაც კი რამე გაჭაჭანდა ურდოსების შეიარაღებით, ყველაფერი ცაში იწევა!

ყველაზე მაგრად მხიბლავს ურდოს ცოცხალი ძალის სადგომის ნანგრევების ფოტო და ვიდეომასალები! გუშინ იყო კარქები! კიდევ ბევრი იქნება!

ჩვენების ავიაციამ ადუღა გუშინ ორკები შიგ ხერსონში!

ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის კოლაბორანტმა “ნაჩალნიკმა” სტრემოუსოვმა, ემანდ პარტიზანებმა სიგარეტის ნამწვი არ გადამაყლაპონო და ვორონეჟში გაკურცხლა! მელიტოპოლიდან მისმა “კოლეგამ” კიდევ დროებითი თავშესაფარი ყირიმში ჰპოვა! შიში ოხერია, უკრაინელი პარტიზანი ყველას მოერია!….
ხერსონში და ყირიმში კი არა, “დედა” (აქ თქვენით ჩაამატეთ) რუსეთის ბელგოროდში და კურსკში გახდა ჩვეულებრივი ამბავი ყოველდღიური “აალებები”! მოწევა ჰკლამს! ჰამაც თუ ოკუპანტი ხარ, გაცილებით უფრო სწრაფად!…

აგერ როგორი სისწრაფით უახლოვდება მკტარი ორკების რიცხვი 50 ათასს! 47-ს ისე გადაცდა, თვალის დახამხამებაში. ჰოპ და იოსიას მდელოზე ხაარ!

“მსოფლიოს მეორე არმიამ” წარმატებით გაანადგურა 10 ერთეული ჰაიმარსის……. ხის მაკეტიი! “ურაააააა”!… არადა რა უხაროდათ რაშკაშიც და აქაც ზოგნებს, ე ბუჯო დასავლეთი უკრაინაში ომს აგებსო! ფხუკ!

ამსიობაში, ქე რო ჩვენც არ ვიცოდით, ისთე აწვდიდა იარაღს ხერსონზე შეტევის დასაწყებად ჩვენი ძმა ამერიკა ჩვენ ძმებს უკრაინელებს! პუილოს რააა? ლალალააა….

საფრანგეთისთვინ გაზპრომს გაზი გოდოუკეტია! ნენაააა, მონძიუ, ოღვუა ვალოძიუ…
ნორდსტრიმ 1 იც ისევ სარემონტოზეა და გაზი გერმანიას ვერ მიეწოდება! ისევ თავის თავს დააბრალოს პუტლერმა, გერმანელებმა რო გაიღვიძეს… ყოველი მე-4 გერმანელი თვლის, რომ არასაკმარისი იარაღი მიეწოდება უკრაინას!

რუსებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემა მთლად არ შეჩერდება, მაგრამ მიღება გაუმკაცრდება!
ევროკავშირის სამხედრო დახმარებაც კიდევ უფრო გაიზრდება!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

იტვირთბა....