[su_quote]შეხედეთ თურმე რა ყოფილა საქართველოში მთავარი, 12 პუნქტი უნდა შესრულდეს და როგორ უნდა შეასრულონ ეს პუნქტები, როდესაც პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ თავიდანვე დავინახეთ, რომ რამოდენიმე საპარლამენტო პარტია ცალკე გაიქცა. პირველი პუნქტი ასე ირღვევა, ძინავთ ევროპარლამენტარებს? რას აკეთებენ, რატომ არ გამოდიან და მოუწოდებენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ. ნუ ვიქნებით იმ პოლიტიკოსების რიგში სირაქლემასავით რომ არიან. მილიარდერი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ომში მილიარდი იშოვა, რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა. გვარი აძლევს ამის უფლებას თუ, რა გაუკეთებია საქართველოსთვის. ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქედან რაღაცებს გველაპარაკება.[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა უკრაინის რადას დეპუტატის და ფრაქცია “ხალხის მსახურის” დავით არახამიას მისამართით განაცხადა.