ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს

უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს.

მედიის ცნობით, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ყირიმის ხიდთან იქნა დაფიქსირებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კერძოდ, კოლონის შემადგენლობაში შედის T-72 და T-80 ტიპის ტანკები, 152 მმ-იანი და 122 მმ-იანი 2S19 Msta,”გვოზდიკას“ თვითმავალ საარტილერიო დანადგარები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, სატვირთო მანქანები, საწვავის ავზები და საინჟინრო სპეცტექნიკა.

იტვირთბა....