პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და ფრონტის ხაზზე უკრაინისთვის სასიკეთო მდგომარეობაზე წერს.
“ხერსონის ოლქში ჩვენების ცაშიც და ხმელეთზეც უპირატესობა სულ უფრო და უფრო იზრდება! ხერსონის მისასვლელ ხიდებზე თუკი რამე საცალფეხო გასასვლელებია, იმასაც ადუღებენ ჩვენები! ასე იყო გუშინაც! ფეხის შედგმა ხიდზე, თუნდაც მსუბუქი ავტომობილით და ბუნდღა აღარ რჩება ურდოსებისგან! კომბინაციაში ავიაცია+გაუმარსიზაცია=დერუსიფიკაციას! ხერსონ ცე უკრაინა!
ჰაიმარსებს ვენაცვალე, ლუჰანსკის ოლქში, კადიევკაში 200 მედესანტე ურდო 10 რაკეტით 10 წამში გადააქცია ტვირთი 200-ად და მისცა მიმართულება “კობზონის მდელო”!
ეს საცოდავი ურდო როდემდე დააკვდება ჩვენების ზღუდეებს, არ ვიცი, მაგრამ ბახმუტის, სივერსკის, ხარკოვის და კრამატორსკის მიმართულებაზე ისევ თავ-პირს უმტვრევენ ჩვენები და ამდიდრებენ იოსიას საკონცერტო რიგებს! სამაგიეროდ ჩვენი მედესანტეები მიუხტნენ ურდოს იზიუმის მიდამოებში და გაისტუმრეს იქიდან ბევრი კობზონის მდელოზე!
პარტიზანები ხომ საერთოდ მუხლჩაუხრელად მუშაობენ: მელიტოპოლში და ბერდიანსკში ბაც…… და კუკუუუ მოღალატე კოლაბორაციონისტები და უადგილო ადგილას მოხეტიალე ორკები! სიკვდილი მტერს!
ენერჰოდარის ატომური ელ.სადგური შეერთდა ისევ უკრაინის ელექტროსისტემაში! ცოტა ამოვისუნთქეთ, მაგრამ ურდოს შეირაღება და ცოცხალი ძალა სანამ არ გავა მაქედან, სიმშვიდე არ იქნება!