ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია გარკვეულია. ტენდერი ამ თემაზე დასრულდა და გამარჯვებული ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის მეთაურმა დაასახელა. ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობაზე ტენდერი დაახლოებით 2 წლის წინ გამოცხადდა.
ანაკლიის პორტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ააშენებს, რომელიც „თიბისი ჰოლდინგის“ და ამერიკული „კონტი ინტერნეიშენალის“ მიერ მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიაა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 30 სექტემბერს, თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე დააანონსა. როგორც მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ეს ფუნქცია იდეალურად უნდა შევასრულოთ და ამისთვის უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც ექნება წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა.