“ეროვნული ვალუტა მინიმუმ 4 %-ით გაუფასურდება. – ამის შესახებ მკვლევარი ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“აშშ-ში სექტემბრიდან იწყებენ მიმოქცევიდან დოლარის იმ დიდი მასის ამოღებას, რაც თავის დროზე კოვიდეპიდემიით გამოწვეული ჩაკეტვების გამო დაბეჭდეს და დაურიგეს საკუთარ მოქალაქეებსა და ბიზნესებს. ამიტომ მთელ მსოფლიოში შემცირდება დოლარის მასა. ეკონომიკის დაუწერელი კანონია – რაც ცოტაა, მასზე ფასი იზრდება. ამიტომ დღეს დოლარი მცირედად უფრო ძლიერია, ვიდრე ევრო. ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება. ასეთ მდგომარეობაში კიდევ უფრო გაუჭირდება განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს (მინიმუმ 4 %-ით გაუფასურდება ეროვნული ვალუტები). თან ჩვენთან სრულდება ტურისტული სეზონი და შემოდგომაზე აღარ შემოვა დიდი რაოდენობის ვალუტა. ანუ შეიძლება ლარი საგრძნობლად გაუფასურდეს.
ამიტომ, ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, ვისაც ამის საშუალება გაქვთ, დანაზოგი ამერიკულ დოლარში გააკეთოთ! ამასთან, რუსეთუმეებს დანაზოგის რუსულ რუბლში შენახვას ვურჩევ და თქვენც მასე მოუწოდეთ!” – ამის შესახებ ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.