ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთი მზად არის, რუსეთის და ბელარუსის “საკავშირო სახელმწიფოს” შეუერთდეს.
gazeta.ru-ს ცნობით, ამის შესახებ ბჟანიამ Соловьев LIVE-ის ეთერში განაცხადა.
“ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. საკავშირო სახელმწიფოს იდეა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, – აცხადებს ბჟანია.
მისივე თქმით, აფხაზეთი და ბელარუსი უახლოეს მომავალში მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს განახორციელებენ, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.