საქართველოს პირველი არხი აქვეყნებს სტატისტიკას, თუ რამდენად მოძებნადი იყო გუგლში “ნაპოლისა” და “მონცას” დაპირისპირება და თავად ხვიჩა კვარაცხელია.
ფოტოს მიხედვით, შაბათ დღეს ყველაზე მეტმა იტალიელმა “ნაპოლი-მონცას” მატჩი დაგუგლა.
როგორც ვხედავთ სიტყვა “კვარაცხელია” რეიტინგში მესამე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლი-მონცას” თამაშზე ორი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.
საგულისხმოა, რომ კვარაცხელიამ მარადონას სახელობის სტადიონზე პირველად ითამაშა და ჯამში მის მიერ ნაპოლში გატანილი გოლების რაოდენობა სამს შეადგენს.
უცხოური მედია და იტალიელი ფანები მას “კვარადონას” უწოდებენ.
ასევე ირკვევა, რომ კვარაცხელიას საკუთარ გუნდში ხილვა გაცილებით ძვირი გახდა და მისი ფასი 10 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ამასთან, “ნაპოლიში” მის ხელფასი ხსენებული წარმატების შემდეგ გაორმაგდა.