ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რეზნიკოვი: ფრონტის ხაზიდან კარგ სიახლეებს წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ კარგ ამბებს ფრონტის ხაზიდან წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ. როგორც რეზნიკოვმა სამხედრო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, უკრაინა იმარჯვებს როგორც პოლიტიკურ ბრძოლის ველზე, ისე, ფრონტის ხაზზე.

“კითხვა მდგომარეობს იმაში -როდის და რის ფასად? დღეს, პატრნიორების ალიანსის წყალობით, გვაქვს შანსი, გამარჯვება მოვიპოვოთ უფრო სწრაფად და ნაკლები ფასის გადახდით – ვგულისხმობ უკრაინელების დანაკარგებს. შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან, ჩვენთან იმუშაონ არა მარტო მოკლევადიან, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში”, – აცხადებს რეზნიკოვი და დასძენს, რომ უკრაინელებისა და მსოფლიოსთვის “კარგი და პოზიტიური სიახლეები” უკვე ამ წელს არის მოსალოდნელი.

იტვირთბა....