მსოფლიო პოპვარსკვლავი, ბიონსე თაყვანისმცემლებს ფორმაში მუდმივად ყოფნით აოცებს. მისი მომხიბვლელი ფორმები ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. როგორ ახერხებს ამ ყველაფერს?
როგორც ცნობილია, ბიონსე კვირაში რამდენიმე დღეს კარდიო და ფიტნეს ვარჯიშებს მიმართავს. ამავდროულად, მომღერლის 22 დღიანმა ვეგეტარიანულმა დიეტამ მსოფლიო მოიარა. ეს დიეტა კი 22 დღით ხორცსა და ყოველგვარ ცხოველურ ნაწარმზე უარს გულისხმობს, მათ შორის კვერცხსა და რძის პროდუქტებზეც კი.
ვეგეტარიანული დიეტისას უნდა მიიღოთ ხილი, ბოსტნეული და მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული წვნიანები. ეს დიეტა მხოლოდ 22 დღე გრძელდება, რის შემდეგაც ჩვეულ, სწორ კვებას უბრუნდებით (ცომეულის და შაქრის გამორიცხვით) და ფიზიკურ აქტივობასაც არ ივიწყებთ. ბიონსეს ფორმებიც არ დააყოვნებს.
hollywoodlife.com