მთავარი საზოგადოება

დღეს აღმოსავლური ახალი წელია: მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს ურჩევს

წითელი მაიმუნის წელი აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით 8 თებერვლიდან იწყება. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამ ნიშნის თავისებურებებზე საუბრობს.

მიხეილ ცაგარელი: მთვარის კალენდრის მიხედვით დღეს  დღესასწაულია. 18:40 წუთზე საღამოს შემოდის ცეცხლის სტიქიის  წითელი მაიმუნის წელიწადი, ანუ ასტროლოგიურად ახალი წელია.

ცეცხლის მაიმუნის წელიწადი, რომელიც სამოც წელიწადში ერთხელ შემოდის, აქტიური წელია. სხვადასხვა მოულოდნელი ცვლილების პერიოდია, მთელ სამყაროში გარდატეხას შემოიტანს.

დღეს სასურველი წითელი, ვარდისფერი, შინდისფერი და ნარინჯიფერი ფერის სამოსი ატაროთ. სუფრაზე კი, ბანანი, ციტრუსი,  ტკბილეული და მზესუმზირა განათავსოთ. ასევე კარგი იქნება თუ ხელოვნური მანდარინის ტოტს გამოიყენებთ სახლის ინტერიერში.

დღეს ახალმთავრეობაა. მძიმე ენერგეტიკული დღეა. კონფლიქტების ტენდენცია მატულობს. მშვიდად ეცადეთ განვლოთ ეს დღე.

წლის განმავლობაში ზოდიაქოს ნიშნების ჰოროსკოპი კი შემდეგია:

ვერძი-გადასარევი წელიწადი აქვს, გასაკუთრებით აპრილიდან ნოემბრის ბოლომდე.

კურო-კარგი წელი აქვს, 5 ქულიანი სისტემიდან 4 ქულით ფასდება.

ტყუპები-უბრწყინვალესი პერიოდი აქვთ, 5 ქულიდან 4 ქულაზე ფასდება.

კირჩხიბი- ნორმალური წელი აქვს, მისი წარმატების ფაქტორი 5 ქულიდან 3 ქულაზე ფასდება.

ლომი-მაღალი წარმატების შანსი აქვს, წლის ერთ-ერთი ფავორიტია.

ქალწული-წელიწადის მთავარი ფავორიტია სექტემბრის ბოლომდე, ამიტომ იაქტიურონ.

სასწორი-სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ მეტი ყურადღება მართებთ. ოქტომბრიდან კი ვარსკვლავებს მოკრეფენ ციდან, იმდენად კარგი პერიოდი ეწყებათ.

მორიელი-წლის განმავლობაში მოერიდონ სარისკო მოქმედებებს. წინდახედულები იყვნენ.

მშვილდოსანი-წელიწადი დამამუხრუჭებელი ფაქტორებით სავსეა.

თხის რქა-  პირად ურთიერთობებს მოუფრთხილდეს. კარიერული განვიათარებისთვის კარგი წელია.

მერწყული- წარმატებული პერიოდი აქვს.  5 ქულიდან 4 ქულით ფასდება.

თევზები-19 თებერვლიდან სასიკეთო პერიოდი ეწყებათ. ზოგადად, საშუალო წელი ექნებათ.

მომზადებულია ტელე „იმედის“ სიუჟეტის მიხედვით

 

 

 

იტვირთბა....