“კვარადონამ” ნეაპოლელებს იმედი და ოცნება დაუბრუნა, – ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა.
„შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა წარმოთქვან ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ნეაპოლში. როდესაც აპრილში ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ გამოცხადდა, აურელიო დე ლაურენტისს ჰკითხეს, თუ როგორ შეძლებდნენ მისი სახელის წარმოთქმას. მაშინ კლუბის პრეზიდენტებმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა: რამეს მოვიფიქრებთ.
მოგვიანებით ფანებში „კვარას“ აბრევიატურა იქნა მიღებული, თუმცა სერია A-ს ორი მატჩის შემდეგ მისი ახალი მეტსახელი დამკვიდრდა. ნეაპოლის ესპანური უბნის ხეივნებიდან დაწყებული ეროვნული გაზეთების სათაურებით დამთავრებული, ქართველს უკვე „კვარადონას“ უწოდებენ”, – წერს მედია.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატია ასევე მიუძღვნა “ფორბსმაც” და დაწერა, რომ კვარაცხელია სერია A-ს შტურმით იღებს.
“კვარაცხელიამ სეზონის პირველ ორ ტურში გაიბრწყინა და უდიდესი როლი ითამაშა ნაპოლის მიერ „ვერონასა“ და „მონცას“ განადგურებაში. „ნაპოლიმ“ ორ მატჩში 9 გოლი გაიტანა, აქედან 3 კვარაცხელიამ. ნეაპოლში ახალი გმირი გამოჩნდა”, – წერს მედია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლი-მონცას” მატჩზე ორი გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა. “ნაპოლიში” ეს კვარაცხელიას უკვე მესამე გოლია.