ცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში – მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დენი ე.წ. “კერხელიდან” გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო.
დავით ხაბეიშვილი ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე იყო.