ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამ წუთებში კიდევ მეორე გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიში ეს უკვე მისი მესამე გოლია.
ვრცელდება ემოციური კადრები, როგორ იძახის მარადონას სახელობის სტადიონზე შეკრებილი ხალხი ხვიჩა კვარაცხელიას სახელსა და გვარს.
ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ამჯერად ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდის “ჰალ სიტი” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე.
როგორც არველაძე აღნიშნავს, კვარაცხელიას თამაში რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს, ამაზე კი ის იზრუნებს.
“რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მარადონას სტადიონზე – მე და ჩვენი ფონდი ვიზრუნებთ, რომ ეს პროექტი შედგეს,” – წერს შოთა არველაძე.