aviabiletebi
ახალი ამბები სპორტი

VIDEO: კვარაცხელიას დუბლი, ამ წამებში კიდევ ულამაზესი გოლი გაიტანა ხვიჩამ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღევანდელ თამაშზე უკვე მეორე გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიში ეს უკვე მისი მესამე გოლია.

ვრცელდება ემოციური კადრები, როგორ იძახის მარადონას სახელობის სტადიონზე შეკრებილი ხალხი ხვიჩა კვარაცხელიას სახელსა და გვარს.

დღეს, 21 აგვისტოს, სერია A-ს მეორე ტურში “ნაპოლი” “მონცას” მასპინძლობს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისევ ძირითად შემდგენლობაში დააყენა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე პირველად თამაშობს.

იტალიური მედიის ცნობით, თამაშს დაახლოებით 40 ათასი მაყურებელი ესწრება.

ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმ მინი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, კვარაცხელია, ლოზანო, ოსომენი.

იტვირთბა....