ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამ წუთებში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიში ეს უკვე მისი მეორე გოლია.
დღეს, 21 აგვისტოს, სერია A-ს მეორე ტურში “ნაპოლი” “მონცას” მასპინძლობს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისევ ძირითად შემდგენლობაში დააყენა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე პირველად თამაშობს.
იტალიური მედიის ცნობით, თამაშს დაახლოებით 40 ათასი მაყურებელი ესწრება.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმ მინი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, კვარაცხელია, ლოზანო, ოსომენი
მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყო.