ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რიო 2016, კარნავალი სამბადრომზე და სცენის მიღმა: სპეციალურად “მეტრონომისთვის” რიოდან (ფოტორეპორტაჟი)

რიო დე ჟანეიროს  კარნავალი მსოფლიოს ყველაზე დიდი კარნავალია და მისი ისტორია 18 საუკუნით თარიღდება. ითვლება, რომ კარნავალის ტრადიცია პირველად კათოლიკე იტალიელებმა შემოიღეს და ის უკავშირდებოდა მარხვის დაწყების წინ ხორცთან, თუ სხვა ხორციელ სიამოვნებებთან “გამომშვიდობებას”. (carne vale – ხორცის გარეშე). შემდეგ ეს ტრადიცია ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, ხოლო ევროპიდან ბრაზილიაში კარნავალის ტრადიცია პორტუგალიელებმა შეიტანეს. ამავე პერიოდით თარიღდება სამბის მუსიკისა თუ ცეკვის ისტორია, რომელსაც თავდაპირველად ბრაზილიელი მონები ასრულებდნენ, შემდეგ კი სამბამ სკოლებში გადაინაცვლა და ბრაზილიური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. ბუნებრივია სამბის ქვეყანაში ევროპული კარნავალი ტრანსფორმაციას განიცდიდა და  ის სამბის ჩემპიონატად გადაიქცა.

3

წლებთან ერთად იზრდებოდა როგორც სამბის სკოლების, ასევე მაყურებლების ოდენობა. ამის გამო შეუძლებელი გახდა კარნავალის ქუჩაში ჩატარება და შესაბამისად 1983 წელს აშენდა უზარმაზარი სამბადრომი, რომელიც ყოველ კარნავალზე უკვე მილიონამდე ტურისტს და ოცდათ სამბის სკოლას იტევს. თითოეული სამბის სკოლა კი კარნავალზე 5000 მოცეკვავით არის წარმოდგენილი.

4

კარნავალი მარხვის დაწყებამდე 40 დღით ადრე, პარასკევ დღეს იწყება და ხუთ დღეს გრძელდება. პირველ დღეს ხდება კარნავალის მეფის, King Momo-ს არჩევა, რომელსაც ქალაქის მერი გვირგვინს გადასცემს. კარნავალი საღამოს ცხრა საათზე იწყება და დილის ხუთამდე გრძელდება. ყოველ  დღეს, ექვსი სამბის სკოლა მონაწილეობს და თითო  მათგანის  მსვლელობა ერთ საათამდე გრძელდება. თითოეული სკოლა საკარნავალო თემას ირჩევს, ათასობით მონაწილესაგან შემდგარ არმიას კი კარნავალის დედოფალი მიუძღვის წინ. ყველა სკოლას თავისი დამახასიათებელი დროშა და ფერი აქვს, ჰყავთ დედოფალი და ასევე  გულშემატკივართა უზარმაზარი არმია. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამბის სკოლები სამბის სასწავლო დაწესებულებას არ წარმოადგენენ, როგორც მათი სახელი მიანიშნებს. მათი ფუნქცია მთელი წლის მანძილზე კარნავალისთვის მზადებაა.

5

რიოს  კარნავალი მილიონობით დოლარი ჯდება და მას მთავრობა და სხვადასხვა ინვესტორები აფინანსებენ. თითოეული სკოლა სამიდან ხუთ მილიონ დოლარამდე მხოლოდ კოსტიუმების შექმნაზე ხარჯავს, თუმცა  მათი კარნავალიდან მიღებული შემოსავალი გაცილებით აღემატება დანახარჯს და თითოეული სკოლისათვის 50 მილიონ დოლარამდე აღწევს. ხოლო კარნავალის მთლიანი შემოსავალი ყოველწლიურად რვაასი მილიონი დოლარია.

6

ბევრი ფიქრობს, რომ  რიოს კარნავალი სამბადრომზე მოწყობილი პარადია, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი ზეიმი ქუჩებში მიმდინარეობს, სადაც  ყოველდღიურად ექვსასამდე ქუჩის სამბა ფართი  ‘’Blocos’’, დილიდანვე  ეწყობა. ‘’Blocos’’-ზე უკრავენ ადგილობრივი ბენდები, ისმევა ათასობით ლიტრი ლუდი და მილიონზე მეტი    კოსტიუმირებული ადამიანისთვის დასწრება თავისუფალია. ხოლო მათ, ვისაც უფრო პრივატული გარემო ურჩევია, შეუძლიათ ფეშენებელური ბალის ბილეთები შეიძინონ და კარნავალი შედარებით ელიტარულ ატმოსფეროში იზეიმონ.

7

რიოს კარნავალი ნამდვილად ის ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება. გარდა ამისა, შეუძლებელია ამ შესანიშნავი სანახაობის სრულყოფილად აღქმა ფოტო თუ ვიდეომასალის ნახვით. ამიტომ, თუ სადმე წასვლას გადაწყვეტთ, უმჯობესია გეზი რიოსკენ აიღოთ.

 

მარიამ კუკუნაშვილი

8

IMG_1967

9

1 89   213   124 1410 2117 2825

19

23 630 2720

იტვირთბა....