UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვიმა ლეგენდარული ბრაზილიელი მეტოქე, ჟოზე ალდო დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილს MMA-ში აქამდე 18 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 14 მოიგო. რაც შეეხება ჟოზე ალდოს, MMA-ში აქამდე 28 ბრძოლა გამართა, სადაც 21 მოიგო და 7 დათმო.
ქართველი მებრძოლის გამარჯვებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა ლეგენდარულმა სპორტსმენი, კონორ მაკგრეგორი.
„ქართველები მართლაც დაუფასებლები და დიდწილად უცნობები არიან, მაგრამ ბევრი წარმოუდგენლად მაგარი მოჭიდავე და გრეპლერი ქართველია. ეს ბიჭი, მერაბი, ძალიან მაგარი მებრძოლია“, – წერს მაკგრეგორი სოციალურ ქსელში.
🇬🇪ემოციები ბრძოლის შემდეგ – მერაბ დვალიშვილმა ლეგედარული მებრძოლი, ჟოზე ალდო დაამარცხა 🇬🇪✊
Posted by ვიდეო • Video on შაბათი, 20 აგვისტო, 2022