ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იანუკოვიჩი აქტივისტების მკვლელობაში დაადანაშაულეს

“ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში შეიძლება ექსტრადირებული იქნეს დონბასის კონფლიქტის დასრულების შემდეგ” – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა ტელეკომპანია „ინტერის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პროკურატურამ 2014 წელს გამართულ საპროტესტო აქციების დროს აქტივისტების მკვლელობაში ვიქტორ იანუკოვიშია დამნაშავე.

„მის წინააღმდეგ გამოძიება დასრულებულია. ნათელია, რომ ის ხელმძღვანელობდა მთელ პროცესს თავისი გარემოცვით, იანუკოვიჩი ხელმძღვანელობდა მკვლელობებს მაიდანზე“- განაცხადა შოკინმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ნაპოვნია იარაღის ფრაგმენტები, რომლითაც საპროტესტო აქციების მონაწილეებს ესროდნენ.

იტვირთბა....