ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ქართველი სპეცდავალებაზე მიდის, სახეს ამიტომ არ აჩენს” – ვანო ნადირაძის ახალი ვიდეო

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კიევში ჩავიდა და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, მათ შორის, ვანო ნადირაძეს შეხვდა. მან სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის დასასრულსაც, თითოეულმა მებრძოლებმა სიტყვით მიმართა მაყურებლებს. გამონაკლისი იყო ერთი, ნიღბიანი მებრძოლი, რომლის ვინაობაც ვანო ნადირაძის განმარტებით იმიტომ ვერ გასაჯაროვდებოდა, რომ ის სპეციალურ დავალებაზე მიდის.

“ამას დავალება აქვს შესასრულებელი. სპეცდავალებაზე მიდის, ამიტომ არ აჩენს სახეს”, – აღნიშნავს ნადირაძე.

“დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას”, – ამბობს ნიღბიანი ქართველი მებრძოლი ვიდეოში.

იტვირთბა....