ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, არ მიიღონ არანაირი მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება.
„ეს ომის აქტი იქნება. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ასეთი ქმედება აგრესორებთან თანამონაწილეობად ჩაითვლება. ეს ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება“, – განუცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაკაიმ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, კვირას საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი ზომების მიღებით საკუთარი და სპარსეთის ყურეში თავიანთი მოკავშირე ქვეყნების ინტერესები დაიცვან.

