აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილებაა – ლიბანის პრეზიდენტი

ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობის აკრძალვის შესახებ ბეირუთის გადაწყვეტილება სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილებაა.

„მინისტრთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ინარჩუნებს ლიბანის სახელმწიფოს უფლებას, გააკონტროლოს ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილებები და კრძალავს კანონის მიღმა სამხედრო და უსაფრთხოების საქმიანობას, არის სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილება, უკან დახევა არ იქნება“, – განაცხადა აუნმა.

მისი თქმით, მინისტრთა საბჭომ არმიას და უსაფრთხოების ძალებს გადაწყვეტილების ლიბანის ყველა რეგიონში განხორციელება დაავალა.

ცნობისთვის, გუშინ, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა „ჰეზბოლას“ სამხედრო ოპერაციები უკანონო ქმედებებად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისრაელმა, „ჰეზბოლას“ მხრიდან განხორციელებული სარაკეტი იერიშის საპასუხოდ, ლიბანზე იერიში მიიტანა.

იტვირთბა....