აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთში აცხადებენ, რომ საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ზომებს მიიღებენ

ჩინეთმა განაცხადა, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხეს ჩინეთის ნავთობმომარაგებაზე ვენესუელასა და ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების პოტენციური გავლენის შესახებ.

საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევის მიზნით.

„შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო დარტყმები გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია ომის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებით. ჩინეთი მიიჩნევს, რომ ყურის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ასევე სრულად უნდა იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები და თავიდან აიცილონ ომის შემდგომი გავრცელება“, – განაცხადა ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა.

იტვირთბა....