[su_quote]სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ჩვენ გყვავს ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბეში. ასევე, ჩვენ გყვავს სოციალური სტატუსის მქონე მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ფულს უხდის. ასე, რომ ძალიან არასწორი, არაკორექტული და ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ ასეთი [გაჭირვებული] ადამიანები ჩვენ არ გყვავს ქვეყანაში – როგორ არა, გყვავს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რასაც ვცდილობთ ადეკვატურად ვუპასუხოთ და რამენაირად ამ ხალხს შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. იგივე ვთქვათ, ბავშვთა დახმარება გაიზარდა, სოციალური სტატუსის მქონე მოსახლეობისათვის დასაქმების პროგრამა დაიწყო პრემიერის ინიციატივით და ამავე დროს, მათ სოციალური სტატუსი არ მოეხსნებათ. გყვავს ესეთი მოსახლეობა, პრობლემას ვხედავთ, ვაცნობიერებთ და ყველანაირად ვცდილობთ, პრობლემის გადაჭრის გზები დავსახოთ და განვახორციელოთ[/su_quote]
ასე უპასუხა “მეტრონომს” “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა კითვაზე არის თუ არა დღეს საქართველო გაჭირვებული ქვეყანა.