ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია” – გომელაური გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის ბრალდებები აბსურდი და ტყუილია.

“ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა. მეორეც, ვინც მე მიცნობს პირადად, მითუმეტეს, ოჯახი ჩემთვის, არამარტო ჩემი ოჯახი, ჩემი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ წასულა, არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით და ა.შ. ეს ვერ მოხდებოდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი”, – ამბობს გომელაური.

იტვირთბა....