„გია გაჩეჩილაძე ჩემი ოჯახის წევრია. ყველა უშვებს შეცდომას პოლიტიკოსებიც და ყველა… ყველა შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია. ახლა ვერ გცემთ პასუხს. იურისტებთან კონსულტაციები არ გამივლია სათანადოდ…” – ასეთი კომენტარი გააკეთა “მაესტროს” 25 პროცენტის წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა, რომელიც იძულებული გახდა ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თბილისში ჩამოსულიყო.
მან სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
როგორც ირკვევა, ტელეკომპანია “მაესტროს” ხელმძღვანელობა დღეს სკანდალური ინფორმაციის გახმაურებას აპირებს.
შეგახსენებთ, ტელეკომპანიაში წილობრივი დავის საკითხი მას მერე დადგა დღის წესრიგში, რაც გია გაჩეჩილაძე საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.