aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

ბჟანია სოხუმის აეროპორტს რუს ბიზნესმენ დერიპასკას გადასცემს – აფხაზური მედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტს რუს ბიზნესმენ დერიპასკას გადასცემს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით,  აფხაზურ მხარეს მხოლოდ აეროპორტის მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი რჩება. აეროპორტის კომპლექსში ყველა სხვა შემავალი ობიექტი კი “ინვესტორებმა” და რუსეთის ფედერაციამ ერთმანეთში გაინაწილეს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აეროპორტის ინვესტორი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული რუსული კომპანია Basic Element Ltd-ია, რომელიც რუს ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას სახელს უკავშირდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element-ის ინვესტორები “შედგება კომპანიებისგან, რომლებიც აკონტროლებენ ან შედიან  ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.

იურიდიულად, Basic Element-ის კომპანიების აქტივების უმრავლესობა გარკვეულწილად ეკუთვნის Basic Element Ltd-ს (რეგისტრირებულია  ჯერსიში ), რომელიც თავის მხრივ 100%-ით ეკუთვნის  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების  კომპანია A-Finance-ს,  ბენეფიციარს . რომელიც დერიპასკაა.

ჯგუფის აქტივები კონცენტრირებულია მანქანათმშენებლობის, სამთო, მეტალურგიული, ენერგეტიკის, ფინანსური, სამშენებლო, ავიაციის, სოფლის მეურნეობის და სხვა ეკონომიკის სექტორებში რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებში, აფრიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.

იტვირთბა....