aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ცოლებიან, საყვარლებიან, შვილებიანად მოძუძგეს ყირიმიდან…გაიქეცი ურდო, გაიქეცი…” – ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში ომზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებთ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! …მძიმე დღეები დაუდგა ურდოსტანის დამპყრობელ დამსვენებელს! ყირიმის სიღრმეში, ჯანკოიში კაცოუ, სულ ბაგაბუგი გაუდიოდა ურდოს შეიარაღების საწყობს და ელექტროგადამცემ ხაზებს! სიმფეროპოლშიო ბიჭაუ, აეროდრომი დაიბომბა და რკინიგზა აიწია ჰაერში! ყირიმის ხიდი დღეს დილამდე დაკეტილია, მითამ უსაფრთხოების მიზნითო და ასე უბნობენ, ყირიმიდან რაშისტების ნაჩალსტვები ცოლებიან საყვარლებიან შვილებიანად ძუძგავენ ყირიმიდანო! მარჩიელობენ ეს საცოდავები, ჰაიმარსი იყო, პარტიზანები თუ ელიტური ქვედანაყოფები! ყველგან მოგწვდებიან ჩვენები! ამიტომ:

გაიქეცი ურდო, გაიქეციიი!

ახლა რა მოხდა დროებით ოკუპირებულ ლისიჩანსკში?! უკრაინის უშიშროების შენობაში განლაგებული იყო ოკუპანტების შტაბი, პოლიციის შენობაში კიდევ – ვაგნერელების შტაბი! და მოიდა ჰაიმარსიიიი – ბუნდღა აღარ დარჩა მათი! კობზონისკენ სირბილიიით, იაააარ!

მძიმედ ჰქონდა ურდოს საქმე საკუთარ ტერიტორიებზეც კურსკში და ბელგოროდში! ცვიოდა იქაც სიგარეტის ნამწვები და ცაში ადიოდაა საწყობები, საკომანდო პუნქტები და ელექტროგადამცემები! სად გლაშა და კოლიაში შეიერთებთ მაგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს კი გნახავთ, თქვე მართლა ურდოსებო!

ხვალ ლვოვში პრეზიდენტი ერდოღანი და გაეროს სექჯენი გუტიერეში ჩადიან! მითამ მოლაპარაკების გზითაო, ისაო ესაო, კი ბატონო, დეედევნოს ურდო მამულია/დედულიებს მთელი უკრაინიდან, გადაიხადონ ტრილიონი რეპარაციის სახით და ჩასვან პუტლერი და მისი ხროვა ჰააგაში და კი ბატონო!

უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....