[su_quote]ნუ წუხდებით შეთქმულების და კონსპირაციის თეორიებით – არცერთ პოლიტიკურ პარტიაში საკუთარ თავს ვერ ვხედავ, შესაბამისად, ყოველგვარი ზრახვების გარეშე ყოველთვის დავწერ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი. თუ პოლიტიკაში წასვლა დავაპირე – მხოლოდ ახალი პარტიით და წესიერი ადამიანებით, ოცნების დამარცხების გეგმით და არა თქვენსავით ტრ***ის თამაშით[/su_quote]
ამის შესახებ “ქრონიკა პლიუსის” დამფუძნებელი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს და უარყოფს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კავშირს.
მოგვიანებით, კილაძემ პოსტის კომენტარებში დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა: “ვიღაცეებს ილუზია გაუჩნდათ რომ მათი განულებული პარტიის ინტერესი მაქვს“.