ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოპტიკურ-ბოჭკოვან არხს,რუსული კომპანია „ვიმ-პელ-კომი“ შეიძლება დაეპატრონოს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ამტკიცებს რომ, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, რადგან ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს.

„სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან, მის გასხვისებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2″-ის ეთერში.

მისივე თქმით, არსებულ თემაზე განმარტებების მოთხოვნით„ თავისუფალ დემოკრატებს” კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში წერილი უკვე გაგზავნილი აქვს.

იტვირთბა....