[su_quote]ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე. რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა! ნათელია რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით[/su_quote]
განაცხადა ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მორიგი ანგარიში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეფერხებაა სასამართლოს სისტემის რეფორმაში, საკმარისად არ იყო დაცული შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება 5 ივლისს, ზეწოლა იყო სახალხო დამცველზე, ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით.