“სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები განხორციელდა”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების პროცესია შეფასებული.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახალხო დამცველის ოფისმა ზეწოლა იმის გამო განიცადა, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს.
“ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.