aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა, – განცხადებას ელისეის სასახლე აქვეყნებს.

„ეს არის ფინეთისა და შვედეთის არჩევანი, გაამყარონ თავიანთი უსაფრთხოება მეზობელი ქვეყნის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე და შეიტანონ საკუთარი წვლილი ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაში, რასაც საფრანგეთი მყარად უჭერს მხარს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ალიანსში გაწევრიანებისთვის მისი 30 წევრის თანხმობაა საჭირო.

დღეისათვის აღნიშნულ პროტოკოლზე ხელი NATO-ს 20-მა წევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

იტვირთბა....