ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ესპანეთში მუსიკალურ ფესტივალზე სცენა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

ესპანეთის ქალაქ ვალენსიას სიახლოვეს, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Medusa-ზე სცენის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი, ათობით პირი კი დაშავდა.

“როიტერის” ცნობით, დაშავებულთაგან სამს სერიოზული ტრავმები აღენიშნაბა. ესპანეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, სამედიცინო დახმარება სულ 40 პირს გაეწია.

წინასწარი მონაცემებით, ფესტივალზე სცენის ჩამონგრავა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

ფესტივალის ორგანიზატორებმა ტერიტორიაზე აქტივობები შეაჩერეს.

იტვირთბა....