ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევის სკოლებში საგნებს რუსულ ენაზე აღარ ისწავლიან

კიევის სკოლები რუსული ენის სწავლებაზე უარს ამბობენ. როგორც ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილება ძალაში ახალი სასწავლო წლიდან შევა.

“ახალ სასწავლო წელს სასკოლო პროგრამები აღარ ითვალისწინებს საგნების რუსულ ენაზე სწავლებას და რუსული ენის შესწავლას, როგორც საგანს, ან არჩევითად“, – წერია დოკუმენტში, რომელსაც  საერთაშორისო იურისტი ანდრეი სმოლი აქვეყნებს – “კიევში სკოლები აღარ ისწავლიან ოკუპანტის ენას”, – განაცხადებს სმოლი.

იტვირთბა....