aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გომელაურმა გამაფრთხილა, თუ ჩვენს საუბარს გავახმაურებდი, დამიმატებდა პრობლემებს – გოგაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

გოგაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ გომელაურმა გააფრთხილა, “მათი საუბრის გახმაურების შემთხვევაში, დაუმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია”.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩუმდები და გავჩერდები მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომესწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი. უარის შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბარს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია”, – აღნიშნულია გოგაშვილის წერილში.

იტვირთბა....