ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს” – გია ხუხაშვილი “ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­რიგ ბიბ­ლი­ურ ის­ტო­რი­ას წერს, რო­დე­საც მო­სეს ნაც­ვლად მისი ძმა აა­რო­ნი სა­უბ­რობს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ან­ტი­ბიბ­ლი­უ­რი ის­ტო­რია ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ზე კი არა და­ღუპ­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი – ის, რაც ამ წე­რილ­ში წე­რია, წმინ­და წყლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა“,- ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვი­ლი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში პა­რა­ნო­ი­ის ნიშ­ნე­ბიც არის. მი­სი­ვე თქმით, რუ­სულ პრო­პა­გან­დის­ტებ­საც არ ჰყოფ­ნით ფან­ტა­ზია, რომ ამ­ხე­ლა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია დად­გან, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი და­აბ­რა­ლონ ამე­რი­კას.

“არა­ვის სჯე­რა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად აკე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბებს. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­რიგ ბიბ­ლი­ურ ის­ტო­რი­ას წერს, რო­დე­საც მო­სეს ნაც­ვლად მისი ძმა აა­რო­ნი სა­უბ­რობს, აა­რო­ნის იმი­ტა­ცია ხდე­ბა. მო­რი­გი ბიბ­ლი­უ­რი ლე­გენ­და იკვრე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ან­ტი­ბიბ­ლი­უ­რი ის­ტო­რია ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ზე კი არა და­ღუპ­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამის ავ­ტო­რია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მე­ლიც ამას არ უარ­ყოფს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ჯგუ­ფი იმი­ტომ გა­ვი­და პარ­ტი­ი­დან, რომ თქვან ის, რა­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ფიქ­რობს, მაგ­რამ არ ლა­პა­რა­კობს.

ის, რაც ამ წე­რილ­ში წე­რია, წმინ­და წყლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა, გა­ას­წრეს კი­დეც. რუ­სულ პრო­პა­გან­დის­ტებ­საც არ ჰყოფ­ნით ფან­ტა­ზია, რომ ამ­ხე­ლა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია დად­გან, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი და­აბ­რა­ლონ ამე­რი­კას.

დღეს სამ­ყა­რო ორად არის გა­ყო­ფი­ლი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს პრო­რუ­სულს, მე­სა­მე არ­ჩე­ვა­ნი არ არ­სე­ბობს. უნ­დათ პატ­რი­ო­ტიზ­მად გა­ა­სა­ღონ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბრიყ­ვი უნდა იყო, რომ არ გეს­მო­დეს მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. რო­დე­საც და­სავ­ლეთს აკ­რი­ტი­კებ და ლან­ძღავ, ამით რუ­სეთს ეხ­მა­რე­ბი, მისი გავ­ლე­ნის სფე­რო­ში შე­დი­ხარ.

ამა­ში პა­რა­ნო­ი­ის ნიშ­ნე­ბიც არის. ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რო­დე­საც ლო­გი­კუ­რი ახ­სნის მო­ძებ­ნა და პო­ლი­ტი­კურ ლო­გი­კა­ში ჩას­მა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თი ზის და ის წერს ამ წე­რი­ლებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნაც­ვლად. მე არ მინ­და ეს და­ვი­ჯე­რო, მინ­და ეს სიბ­რიყ­ვეს და აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ვაბ­რა­ლო. შე­საძ­ლოა, ხე­ლი­სუ­ფა­ლი კე­დელ­თან მი­ყე­ნე­ბუ­ლად გრძნობს თავს და მზად არის ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს“,-აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან” წა­სულ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სო­ზარ სუ­ბარ­მა, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა და გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს მიერ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი.

იტვირთბა....