ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

VIDEO: “ნორმალური ადამიანი შვილს მისცემდა? “ – მოკლული ქალის ძმა პირველ კომენტარს აკეთებს

ოზურგეთში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი შუშანა გორგაძეა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო.

“ნორმალური ადამიანი შვილს მისცემდა? პატარა ბავშვთან ერთად იყო სახლში” – ამის შესახებ ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ძმა “ტვ პირველთან” აცხადებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა მეუღლემ ცოლს ჯერ სცემა შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა.

მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....