„განწირული ყვიროდა, საცოდავი ქალი. თუმცა მეზობლებიდან არავინ მიეშველა“ – ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, მოკლული ქალი შუშანა გორგაძეა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო.
ქალი ქმარს გაშორებული იყო. ცხოვრობდა ქირით, სადაც ყოფილი ქმარი მაინც ავიწროებდა. „განწირული ყვიროდა, თურმე, საცოდავი ქალი. თუმცა მეზობლებიდან არავინ მიეშველა“ ,- ამბობს წყარო “გურიანიუსთან”.

