ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ბრიტანეთიდან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩამოვიდა, მალე მეტი „საჩუქარი“ მოვა – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანაში M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩავიდა.

„გაერთიანებული სამეფო დაგვპირდა, მან დაპირება შეასრულა! უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, M270, ჩამოვიდა. დიდი მადლობა ბენ უოლესსა და ბრიტანელ ხალხს. თქვენი მხარდაჭერა გასაოცარი და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენი არმია ოსტატურად გამოიყენებს ამ “შევსებას” ბრძოლის ველზე. მალე მეტი „საჩუქარი“ მოვა“, – წერს რეზნიკოვი „ტვიტერში“.

იტვირთბა....