aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პუტინის მეზარბაზნეები კი არ არიან, თავად არიან პუტინის ზარბაზნები” – მელია “ოცნებაზე”

  რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ, რომ ეს არჩევანი თავად გააკეთეს, როცა სამშობლოზე უარი თქვეს და ოკუპანტთან კოლაბორაციაში შევიდნენ. როცა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მტრის იარაღად იქცნენ. ვისაც ჩვენ უსამშობლოს ვეძახით, ყველა ზარბაზანია მტრის ხელში, მომართული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. პუტინის მეზარბაზნეები კი არ არიან, თავად არიან პუტინის ზარბაზნები. ადამიანი, რომელიც იმაზე მიდის, რაზეც მიდის რუსული ოცნება, სამშობლო აღარ გააჩნია და უსამშობლოა. ადამიანი, ვისაც სამშობლო აქვს, ვისაც ჯერ კიდევ სამშობლოდ მიაჩნია ეს ქვეყანა, ასე უბრალოდ ვერ მოიქცევა. ასე მოქცევას წინ უსწრებს სამშობლოზე უარის თქმა. ამდენად, ვინც ასე იქცევა, უკვე უსამშობლოა.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს.

იტვირთბა....