ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგაშვილის ოჯახისა და ადვოკატების განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე – N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მას ივანიშვილი ოჯახის განადგურებით დაემუქრა. 

ამასთან, სოსო გოგაშვილის ადვოკატის ინფორმაციით,  გოგაშვილს საპატიმროში 28 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა.

იტვირთბა....